ვის მფლობელობაშია სასტუმრო ''ლეოგრანდი''

24 ნოემბერი 2017, 20:00 1201 ნახვა

სასტუმრო "ლეოგრანდი" - კომპანია შპს "მერსინ ტურიზმი" - ს სახელწოდებით 2011 წლის 14 ნოემბერს დაფუძნდა. 

მეწარმეთა რეესტრში წერია, რომ დამფუძნებლები თურქეთის მოქალქეები არიან. ​ეროლ ავგორენი 80 პროცენტიანი მოწილეა,  მეთინ არიფაღაოღლუ და ათილგან არიფაღაოღლუ კი, 10-10 პროცენტიანწილებს ფლობენ კომპანიაში.

არის თუ არა დამფუძნებლები ის პირები, ვისაც ევალებოდა უსაფრთხოების დაცვა?  იურისტები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა უსაფრთხოების ზომების დაცვაზე მფლობელებთან ერთად იმ უწყებასაც ეკისრება, რომლიცც ობიექტს ექსპლუატაციაში შესვლამდე იბარებს. 

ობიექტი  ქალაქის მერიამ,  გიორგი ერმაკოვის მერობის პროცესში ჩაიბარა. ყოფილი მერი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, მერიაში კი ამბობენ, რომ კანონმდებლობით  არ აქვთ ვალდებულება ობიექტის უსაფრთხოება შეამოწმონ. იგივეს ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში. 

ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე, 2015 წლის 3 დეკემბრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ობიექტს ყადაღა დაედო. იმავე წელს სასტუმრო გრანდიოზულად გაიხსნა. გახსნას მაშინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის კონსული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში