სპეცოპერაცია ქობულეთში - ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ერთი პირი აიყვანეს

24 ნოემბერი 2017, 20:00 910 ნახვა

დღეს, 25 ნოემბერს, ქობულეთში, სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ ბრალდებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას უდასტურებენ. 

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმთან კავშირს გულისხმობს.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე, ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას ადასტურებს, მისი ინფორმაციით, სპეცოპერაცია აღმაშენებელის ქუჩაზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში