მსოფლიო ლიდერების სამძიმარი

25 ნოემბერი 2017, 20:00 1025 ნახვა

• ქართველ ხალხს და საქართველოს მთვარობას სამძიმარს მსოფლიო ლიდერები უცხადებენ. ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ერთ-ერთი პირველი თურქეთის ხელისუფლება გამოეხმაურა. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმა. „დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ საღამოს საათებში, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო, დაიღუპა ათზე მეტი ადამიანი და არიან დაშავებულებიც. პირადად მე და თურქეთის მთავრობა მომხდარი ფაქტის გამო ვიზიარებთ მეგობარი ქართველი ხალხის მწუხარებას, ხოლო დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას - აცხადებს თურქეთის მთავრობის მეთაური.

• საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმრის წერილი მიიღო  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისგანაც. ,, ვწუხვარ ბათუმში, ,,ლეოგრანდის“ სასტუმროში მომხდარი ხანძრის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს“- წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

• საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და ავღანეთი.  სამძიმრის წერილებს ისინი ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში აქვეყნებენ.

• "გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ, ქართველ მოსახლეობას ძალების აღდგენას ვუსურვებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ"- წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

• „თანავუგრძნობთ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენი ფიქრები ახლა საქართველოსთან არის“, – წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ სამძიმრის ტექსტში.

• „გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს, ქალაქ ბათუმში მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს”,- ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

• „ავღანეთის მთავრობა საქართველოს ქალაქ ბათუმში, სასტუმროში ხანძრის მსხვერპლთა გამო, სამძიმარს გამოთქვამს. ჩვენი ფიქრები საქართველოს მთავრობასთან და კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახის წევრებთან არის”,- ნათქვამია ავღანეთის მთავრობის სამძიმარში, რომელიც ასევე ტვიტერით გავრცელდა.

ამავე კატეგორიაში