ზოგადი განათლების კანონპროექტი ჩავარდა

03 მაისი 2019, 21:56 1338 ნახვა

ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-3 მუხლიდან სიტყვა "ლიბერალურის" ამოღებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. ინიციატივას მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 18 იყო. მის მისაღებად კი, 68 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ინიციატივის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები, ალექსანდრე ქანთარია და გენადი მარგველაშვილი არიან. დეპუტატები კანონპროექტის მიღების საჭიროებას ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის აუცილებლობით ხსნიან.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში