ბიუროს სხდომა

17 აგვისტო 2016, 00:00 2123 ნახვა

პარლამენტის ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა რეგისტრაციის მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ეს საკითხი, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში, გარვეული პროცედურების გავლას საჭიროებს. კომიტეტს მსჯელობისთვის ერთი კვირა აქვს, ხოლო დამტკიცებიდან ხელმოწერების შეგროვებისთვის, საინიციატივო ჯგუფს 4 თვის ვადა მიეცემა. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში