ვახტანგ გომელაური - იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეცდომა დაშვებული, ამას პროკურატურა დაადგენს

04 მაისი 2019, 12:17 1634 ნახვა

ოპოზიციის განცხადებას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსი ოპოზიციის თვალთვალში იხარჯება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით არავის ეკრძალება - არც პოლიციის თანამშრომელს, არც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, რომ ამა თუ იმ ღონისძიებას დაესწროს.

თუმცა მისი თქმით ხელი არ უნდა შეუშალოს, არ უნდა დაემუქროს და სხვადასხვა წინააღმდეგობრივი ქმედებები არ ჩაატაროს იმათ მიმართ, ვინც ატარებს ღონისძიებას - ეს შეკრებაა, ღონისძიებაა, მიტინგია, თუ რაც არის.  ასევე იყო თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეცდომა დაშვებული, ვახტანგ გომელაურის თქმით ამას პროკურატურა დაადგენს. თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა აღნიშნული კომისიის შექმნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში