ენმ   ხულოს  მერიას  საბიუჯეტო თანხების  გაფლანგვაში ადანაშაულებს

04 მაისი 2019, 21:10 1443 ნახვა

ხულოს მერობის ოპოზიციონერი  კანდიდატი   და ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელი     საკრებულოში,  მერიას  საბიუჯეტო თანხების  გაფლანგვაში ადანაშაულებს. ირაკლი ჯორბენაძის მტკიცებით,  2013-19 წლებში კორუფციული გარიგებების საფუძველზე  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, რის არგუმენტადაც   ამ დროის განმავლობაში ჩავარდნილი ტენდერები მოჰყავს. 

მერობის კანდიდატი  მოუწოდებს  თორნიკე  რიჟვაძეს  საკითხით დაინტერესდეს. ბრალდებასთან დაკავშირებით  კომენტარი არ   გაკეთებულა მერიაში და  არც   აჭარის მთავრობაში.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში