კონკურსის შედეგად მერიის ორი თანამშრომელი შეარჩიეს

02 მაისი 2019, 10:44 1492 ნახვა

ქედის მერიაში არსებული ორი ვაკანტური პოზიციის კონკურსის შედეგები ცნობილია. კონკურსი პირველი და მეორე  რანგის - საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის პოზიციებზე იყო გამოცხადებული.

მეორე რანგის სპეციალისტის პოზიციაზე  თანამდებობა ჯამბულ დიასამიძემ დაიკავა. მეორე ვაკანტურ ადგილზე კი კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება, რადგან მონაწილეები არ იყვნენ.  კონკურსია ასევე  გამოცხადებულია საკრებულოს იურიდიულ და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.  კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში