ხელვაჩაურში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცათ

07 მაისი 2019, 12:00 3358 ნახვა

ხელვაჩაურში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ენერგოეფექტური ღუმელები გადაეცათ.  ღუმელები თხილის ნაჭუჭზე მუშაობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამათბობელში შეშა და ბრიკეტიც გამოიყენება, თან ახლავს წყლის გამათბობელიც.  

ხელვაჩაურის მერიამ სატენდერო წესით 74 088 ლარად  168 ღუმელი შეიძინა და იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა, რომლებსაც 31 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ. მალევე მერია 500 ტონა თხილის ნაჭუჭის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც ამავე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში