ჯიხანჯურის მოსახლეობა გზის და წყლის მოწესრიგებას ითხოვს

07 მაისი 2019, 15:00 1324 ნახვა

ჯიხანჯურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ამბობს რომ, მოუწესრიგებელი გზის გამო  სამარშუტო ტაქსებით და მუნიციპალური ტრანსპორტით ვერ სარგებლობენ.  

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენჯერმე  სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს, უგზოობის გამო მედიკოსები  პაციენტამდე ფეხით მივიდნენ. ჯიხანჯურში წყლის პრობლემაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ წყლის მილები, რომლებიც წლების წინ გამოცვალეს ისევ დაზიანდა. მერიაში საპასუხო კომენტარი მოგვაინებით გაკეთდება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში