„რუსთავი 2“ - ის ახალი დავა - ბიზნესპარტნიორების დაპირისპირება თუ  გავლენა მედიაზე?

07 მაისი 2019, 21:05 1885 ნახვა

მორიგი სადავო სასამართლო პროცესი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. 9 %-ის წილის მფლობელი და  სარჩელის ავტორი ნინო ნიჟარაძე მედიაში არ გამოჩენილა.  ცნობილია, რომ იგი 26 მილიონ ლარს ითხოვს. არხის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა და კონკრეტულად მის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა - ნიკა გვარამია მიმდინარე პროცესში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და მასთან პოლიტიკურ დაპირისპირებას გეგმავს. „ქართულ ოცნებას“ ხედავენ სარჩელის უკან ოპოზიციის წევრებიც, არხის გაკონტროლების მცდელობაზე საუბრობენ არასამათვრობო სექტორში.

მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია. საზოგადოების დიდი ნაწილი კი ღიად საუბრობს მოცემულობაზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებსა და გამოხატულ განწყობებზე. ერთი რამ ფაქტია - მოვლენების განვითარდებას ახლა მხოლოდ საქართველოში არ აკვიდრებიან

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში