ენმ ანზორ ბოლქვაძისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს

08 მაისი 2019, 15:00 1294 ნახვა

ხულოში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს ნაციონალური მოძრაობა  ქართული ოცნების დეპუტატის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციად და ქალზე ძალადობად აფასებს. ოპოზიცია  პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა დ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება ადამიანის უფლებების შეზღუდვის მუხლით და ანზორ ბოლქვაძეს დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხი დაისვას. ოპოზიცია ასევე ითხოვს, პასუხი აგონ ანზორ ბოლქვაძესთან ერთად მყოფმა პირებმაც. ესენი არიან  ,,ქართული ოცნების ხულოს რაიონის აღმასრულებელი მდივანი, კულტრუის ცენტრის უფროსიის მოადგილე და ბათუმის მერიის თანამშრომელი თემურ ხასია.

 ასმათ დიასამიძის ინფორმაციით, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად, სასტუმროს ეზოში ადგილი ჰქონდა  ფიზიკურ დაპირისპირებაც. პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს ბრალდებების ადრესატი.  ანზორ ბოქლავძის განცხადებით სასტუმროს დაცლა მათ არა ხათუნა ბერიძეს არამედ მის თანმხლებ  პირს მოსთხოვეს, რომელიც სასტუმროში ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული. მისი გაღიზიანება კი გია ხალვაშის გამოჩენამ გამოიწვია ,რომელმაც ბოლქვაძის მტკიცებით , ორი თვის წინ ოჯახის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი ვიდეო-მასალა მოამზადა. ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ  აღნიშნული ვიდეო-მასალა  გია ხალვაშს არ მოუმზადებია. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში