ხულოს სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა

08 მაისი 2019, 15:00 2178 ნახვა

ბათუმის შემდეგ, ახალი, მაღალი გამავლობის მქონე „ურალის“ მარკის წყალმზიდი და სამაშველო მანქანა L-200-ი, ხულოს განყოფილებას გადაეცა. ამასთანავე, განახლდა მეხანძრე-მაშველთა ფორმებიც.აჭარის მტავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური გადაიარაღების ფარგლებში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებას, ბოლო 2 თვის განმავლობაში, უკვე 4 ახალი სახანძრო და სამაშველო მანქანა გადაეცა.  

მანქანები ადაპტირებულია რთული რელიეფური პირობების შესაბამისად. ასევე საავტომობილო გზების და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტს გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების განსახორციელებლად,  ორი ერთეული ბულდოზერი  გადასცა. აღნიშნული მანქანები თოვლისა და მეწყერის წმენდის განსახორციელებლად გამოიყენება. მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისთვის დაახლოებით 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში