მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე ხვალ მივა

09 მაისი 2019, 12:02 1538 ნახვა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს მისვლას არ აპირებს, იგი უწყებაში ხვალ ადვოკატთან ერთად მივა. შეგახსენებთ,  მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე 3 დღის წინ დაიბარა, თუმცა იგი უწყებაში არ გამოცხადდა,  რის  შემდეგაც სუს-მა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის სახით რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, რასთან დაკავშირებითაც მაჩალიკაშვილსა და მის ძმის შვილს შორის საუბრის ჩანაწერიც გამოაქვეყნა.

ბრიფინგის შემდეგ, გუშინ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ „არ იცოდა რა თემაზე უნდა დაეკითხათ, და ტერორისტული აქტის მომზადების არანაირი გეგმა არ ჰქონია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში