ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა-საია-ს კვლევა

09 მაისი 2019, 18:13 1160 ნახვა

რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციამ 10-მდე ფაქტი გამოავლინა.  ამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო რესურსების გამოყენება - საია ანგარიშს აქვეყნებს.

მესამე სექტორი ბიძინა ივანიშვილს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაში ადანაშაულებს და ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ გაცემულ სამების ეკლესიის მოხატვის, სოფელ ხიბულას გაზიფიცირების,წყლისა და გზის პრობლემების მოგვარების პირობებს ასახელებენ, რაც მათი თქმით საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა და თუ ფაქტი დადასტურდება სასამართლოს შეუძლია ქართულ ოცნებას საარჩევნო რეგისტრაცია შეუწყვიტოს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება, რადგან ქვეყანაში ამ კუთხით დაუსჯელობის სინდრომია, მთავარ პრობლემად კი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მიაჩნიათ. მმართველ ძალაში ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავ, საიას და მედიას კი ნეგატივის გავრცელებაში ადანაშაულებენ. საიას ანგარიშში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე გირჩის ლიდერებიც მოხვდნენ, ანგარიშის დეტალებზე სიუჟეტიდან შეიტყობთ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში