დავით გარეჯის საკითხზე კომისია მუშაობას იწყებს

10 მაისი 2019, 14:31 2016 ნახვა

სადელიმიტაციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე იმუშავებს, დღეს დამტკიცდება. საქართველოს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს. პარალელურად კომისია შეიქმნება მეზობელ აზერბაიჯანშიც. 

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ინტენსიური კომუნიკაცია ამ დრომდე გრძელდება. შეთანხმება შედგა და სამონასტრო კომპლექსის გარკვეულ მონაკვეთებზე მოქალაქეებს წვდომა ჩვეულებრივად ექნებათ. 

''დავით გარეჯის საკითხი არის ძალიან მგრძნობიარე თემა, ჩემთვის, ნებისმიერი ქართველისთვის. გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მიღწეულია შეთანხმება. იქმნება კომისია. დაიწყება დიალოგი და მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვეულებრივ იქნება წვდომა სამონასტრო კომპლექსის იმ მიმართულებაზე, სადაც აქამდე იყო. ამას არსებული შეთანხმება ითვალისწინებს. აზერბაიჯანი არის მეგობარი ქვეყანა და ჩვენ ერთმანეთისთვის სტრატეგიული პარტნიორები  ვართ. ნებისმიერ გადაწყვეტილება ამ სულისკვეთებით მივიღებთ'' - განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ. 

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და 25 აპრილს გაიხსნა.

მესაზღვრეები აღდგომის ტაძრისკენ მიმავალ ახალ ბილიკებს თხრიდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში