აფრთხილებს თუ არა საფრანგეთი საქართველოს?

10 მაისი 2019, 21:18 1987 ნახვა

აფრთხილებს თუ არა საფრანგეთი საქართველოს? ფრანგი კოლეგისგან დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეიძლება ითქვას პირდაპირი გზავნილები მიიღო - ერთ-ერთი მთავარი კი შემდეგია - თუ უკანონო მიგრაცია არ შემცირდება, შესაძლოა ჩვენი ქვეყნისთვის უსიამოვნო შედეგები დადგეს.

საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ღიად არ უსაუბრიათ, თუმცა ღიად ისაუბრეს პრევენციის აუცილებლობაზე.

გაიზრდება აეროპორტებში მიგრაციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, საფრანგეთში კი ორგანიზებული დანაშაულის გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთვებიან. გერმანიის შემდეგ საფრანგეთისგან მიღებული, მკაფიო გზავნილები და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები - როგორ აფასებენ შესაძლო საფრთხეებს ექსპერტები? 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში