მოსახლეობის ნაწილი დეპუტატის წინააღმდეგ

12 მაისი 2019, 11:13 1551 ნახვა

სოფელ კოხში მცხოვრებთ ნაწილი, სოფელ ქობულეთის დეპუტატ სოსო ჯაფარიძეს ედავება. როგორც ამბობენ, სოფელში არსებულ საკალმახე მეურნეობას თავდაპირველად მეწილეებიც ჰყავდა ახლა კი გაიგეს, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული საკუთრების დოკუმენტებში მეწილეები უგულვებელყოფილია. სოფელ კოხში ამბობენ, რომ საკალმახის ასაგებად სოფლის მკვიდრები უსასყიდლოდ მუშაობდნენ  ფაქტი, რომ საკალმახე მხოლოდ დეპუტატ სოსო ჯაფარიძეს ეკუთვნის მათთვის მიუღებელია.

საკალმახეს მფლობელი სოსო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ტერიტორია მისი საკუთრებაა, ხოლო კომპანია რომელსაც მეწილეები ჰყავდა ამავე ტერიტორიაზე მუშაობას აღარ გააგრძელებს. მისი განმარტებით დამხმარეები უნდობლობის საფუძველზე ჩამოიშორა საკითხის მოგვარებას კი სამართლებრივი გზით ხედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში