„აღდგომიდან ამაღლებამდე''

13 მაისი 2019, 11:17 1348 ნახვა

კონცერტი თითქმის ცარიელ დარბაზში. „აღდგომიდან ამაღლებამდე“ - საერთაშორისო  ფესტივალის  ფარგლებში  ბათუმის ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა.ორგანიზატორები მსმენელთა სიმცირის მიზეზს ვერ ხსნიან, მათი თქმით  საღამო  წინასწარ იყო  დაანონსებული.  

კონცერტზე   იტალიაში მოღვაწე ქართველმა  სოპრანომ  იანო  ალიბეგაშვილმა  4 საოპერო არია შეასრულა, ფესტივალში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი, ქორმაისტერი ლელა დოლიძე ,კონცერტმაისტერი თამარ თოფურიძე და დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.

საღამო აჭარის სახელმწიფო კაპელას დაარსებიდან 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება წელს მეთოთხმეტედ ტარდება და ამაღლების დღესასწაულამდე, 6 ივნისამდე  გაგრძელდება .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში