სანდრა რულოვსთან დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

14 მაისი 2019, 15:00 2107 ნახვა

ინციდენტი ზუგდიდში.  სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში ინტევირუს ჩაწერის დროს მოხდა.  ტელეკომპანია „ოდიშის“ ინფორმაციით,  ზუგდიდის მერობის კანდიდატთან ინტერვიუს  დროს, რამდენიმე მამაკაცი სანდარა რულოვსის თანმხლებ პირებს დაუპირისპირდა. ვიდეო ტელეკომპანიებმა „ოდიში“ და ''რუსთავი ორმა“ გაავრცელა.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზეც, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ესწრებოდა. სხდომაზე კამათი რულოვსის მიერ ერთ-ერთი დეპუტატისადმი მიმართვას მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში