ხმაური ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან

15 მაისი 2019, 11:24 1598 ნახვა

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან უშედეგოდ დასრულდა. უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას.  

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღით ადრე გაიცა. საოლქო კომისიიდან გატანილია ასევე რეგისტრაციის ბეჭდები. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლების, განცხადებით, ეს არის არჩევნების გაყალბების მცდელობა.ოპოზიცია ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვს.  

მირანდა მესხის განცხადებით კი, რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება. მანამდე მან განსხვავებული მიზეზი დაასახელა და თქვა, რომ სიები რამდენიმე საარჩევნო უბნისთვის შეცდომით გადაიცა.

მირანდა მესხმა არ დააკმაყოფილა კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებაც, კომისიის სხდომის დანიშვნის შესახებ. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ სამართალდამცავებს მოუწოდებს, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ საარჩევნო პროცესში მომხდარი ფაქტები.

ზუგდიდში მიმდინარე პროცესები შეაფასეს მმართველ გუნდში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში