გადამაყენეს, განცხადება კი პრემიერ მინისტრმა დაწერა - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 

15 მაისი 2019, 13:37 1971 ნახვა

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით არ წასულა და ის მთავრობის მეთაურმა გაათავისუფლა. 

„მე ვიყავი გადაყენებული, ჩემი გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ-მინისტრს და მან დაწერა განცხადება. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ ეს გადაწყვეტილება მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის შემდეგ იყო მიღებული“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ყოფილი მინისტრი ყვება, რომ პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა წერილით მიმართა, ისინი ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ, რაზეც მას უარი არ უთქვამს.

''დეპუტატებს სურთ გაიგონ რა გაკეთდა ამ რვა თვის განმავლობაში, გაიგონ აგრეთვე ჩემი ხედვა ეკონომიკის განვითარებაზე. აქ იქნება ღრმა საქმიანი საუბარი და ჩვენ მაქსიმალურად მოვარიდებთ თავს პოპულისტურ განცხადებებს და ვისაუბრებთ საქმეზე“, – განაცხადა ქობულიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში