შეხვედრა სახალხო დამცველის მოადგილესთან

15 მაისი 2019, 17:32 1094 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატის აჭარის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ომბუდსმენის აპარატის უფლებამოსილების ფარგლებში რეკომენდაციების გაწევა იყო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  სხვა საკითხებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხზეც ისაუბრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში