ხელოვანები მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

16 მაისი 2019, 18:00 1894 ნახვა

ექს პრეზიდენტ მიხეილ საკააშვილის განცხადება კვლავ განსჯის საგანია.  სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ  დღეს ბათუმში და ყოფილი პრეზიდენტის განცხადება დაგმეს. ისინი ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ხელოვანებს აჭარის უმაღლესი საბჭო განათლების კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე შეუერთდა. ლადო მგალობლიშვილის  განცხადებით, ეს იყო დისკრიმინაცია და ხულოს მოსახლეობის შეურაცხყოფა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატი შეურაცხმყოფელი  სიტყვებით მოიხსენია,   ხულოში სამხატვრო გალერეის არსებობას კი სასაცილო უწოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა სააკაშვილის გარდა ანზორ ბოლქვაძეს გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ რამდენიმე წევრმა მიაყენა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში