ხულოს ოლქში 2 ახალი საჩივარი შევიდა

16 მაისი 2019, 21:20 1382 ნახვა

ორი ახალი საჩივარი დარეგისტრირდა ხულოს საარჩევნო ოლქში. „გაერთიანებული ოპოზიცია“ დაზუსტებულ სიასა და ძველ სიას შორის არსებულ დიდ სხვაობას აყენებს ეჭვქვეშ და ასაჩივრებს. საბოლოო სიაში რიცხვი 400-თაა გაზრდილი. ოლქში ირწმუნებიან, რომ აქამდე უბნებზე გამოკრულ კედლის სიებში იყო უზუსტობები, საბოლოო კი სწორედ ეს რიცხვია - ხულოში ოფიციალურად 24 722 ამომრჩეველია.

კიდევ ერთი საჩივარი სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება. ავტორი „ნაციონალური მოძრაობაა.“ ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ აქვთ მტკიცებულება როგორ გადაადგილდებოდა უმაღლესი საბჭოს მანქანით „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბათუმში. საკითხი ჯერ არ განუხილავთ, თუმცა მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ს ვერ იქნება დარღვევა, რადგან მერის რიგგარეშე არჩევნები ხულოში ტარდება და არა ბათუმში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში