პრემიერი: ჰესების მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული

17 მაისი 2019, 18:07 1508 ნახვა

საქართველოში ჰესების მშენებლობა გაგრძელდება, მაგრამ ისე რომ, მოსახლეობის ინტერესები და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტი იყოს დაცული -- განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის განცხადებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რასაც მისი თქმით, ასევე  სჭირდება ელექტროენერგია.

მაჭახლის ხეობის მოსახლეობა კი პრემიერს მიმართავს და ხეობაში  ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვს. მათ მამუკა ბახტაძეს 9 ათასი ხელმომწერით წერილიც გაუგზავნეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში