საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში ახალ მერს დღეს აირჩევენ

19 მაისი 2019, 08:07 2112 ნახვა

საქართველოში  მერების რიგგარეშე, საკრებულოებისა და პარლამენტის შუალედური  არჩევნებია. ვირჩევთ 5 მუნიციპალიტეტის მერს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და პარლამენტის წევრს. რიგგარეშე არჩევნებისგან განსხვავებით, საკრებულოს შუალედური არჩევნები, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არ ტარდება. მას მხოლოდ ის ამომრჩევლები ირჩევენ, რომელთა მაჟორიტარების ვაკანტური ადგილებიც გაჩნდა ამა თუ იმ საკრებულოში. 

საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეს ირჩევენ საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.

პარლამენტის შუალედური არჩევნები კი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში იმართება. მიზეზი  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

შუალედური და რიგგარეშე არჩევნები საერთო ჯამში 410 საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც  402 ათას  091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში