ხულოში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის

19 მაისი 2019, 08:14 1469 ნახვა

ხულოში, ზუგდიდში,  ზესტაფონში, ჭიათურასა და მარნეულში ახალ მერებს . ეს ის  5 მუნიციპალიტეტია, სადაც თანამდებობები სხვადასხვა მიზეზით დატოვეს 2017 წელს არჩეულმა მერებმა. ხულოს ახალ  მერს 24 ათას 123  ამომრჩეველი  აირჩევს.  

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის 18 ოქტომბერს გოჩა მელაძე  თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მან “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა. ხულოს 84-ე საარჩევნო ოლქში არსებული  54 საარჩევნო უბნიდან  7-ია  ადაპტირებული, ხოლო 10 მარტივად ადაპტირებული. 

მერობისთვის ხულოში 14 კანდიდატი იბრძვის, მათგან ერთი  დამოუკიდებელი კანდიდატია. თავდაპირველად  კანდიდატები 14 პოლიტიკურ  სუბიექტს ჰყავდა წარდგენილი, თუმცა ,,ახალი ქრისტიან დემოკრატების“ რჩეულმა როლანდ  აბულაძემ განცხადების საფუძველზე  კანდიდატურა   მოხსნა   და მერის არჩევნებში აღარ მონაწილეობს.

გამარჯვებულად ის ჩაითვლება, ვინც 50+1 ხმას დააგროვებს. 7-დან 8-საათამდე უბნებზე წილისყრა და ფუნქციების გადანაწილება მიმდინარეობდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში