ზუგდიდის 82-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი განახლდა 

19 მაისი 2019, 09:10 1503 ნახვა

ზუგდიდის 82-ე უბანზე, სადაც ხმის მიცემის პროცედურა, რამდენიმე წუთის განმავლობაში, შეჩერებული იყო უკვე განახლდა. ხმაური გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებას მოჰყვა. ორგანიზაცია ''ახალი თაობის'' წარმომადგენელი ამბობდა, რომ ფურცელი ბეჭდის გარეშე იყო.

დამკვირვებლები ყუთის დალუქვას ითხოვდნენ. 

მისივე თქმით, საუბნო კომისიის თავმჯდომარემ თავდაპირველად აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს კანონდარღვევა არ იყო. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უბანზე არჩევნების პროცედურებს აკვირდებიან, განმარტავენ, რომ ეს რეკვიზიტების არასრულ შევსებად ჩაითვლება. 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლები ხმას მისცემენ. 

თავდაპირველად კი ითქვა, რომ 31 ბიულეტენი ბათილად ჩაითვლებოდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში