ხულოში ცესკოს წარმომადგენელზე საჩივარი დაიწერა

19 მაისი 2019, 11:03 1638 ნახვა

ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძეს სახელზე საჩივარი დაიწერა. ხულოში, სოფელ უჩხოში მეხუთე საარჩევო უბანზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელმა მიიჩნია, რომ ცესკოს წარმომადგენელი, ციალა შავაძე კომისიის მუშაობაში ჩაერია. ასევე, დამკვირვებელმა დაწერა, რომ უბანი ციალა შავაძემ კანონდარღვევით, მის გახსნამდე დატოვა.

ბათუმის ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, რომ იგი ცესკოს სრულუფლებიანი წარმომადგენელია და მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანზე შესვლისა და მონიტორინგის უფლება აქვს, ასევე უბნის დატოვების საშუალება.  რაც შეეხება კომისიის საქიანობაში ჩარევასა და უბნების გარეპერიმეტრის კონტროლის ბრალდებას, ამ ფაქტს უარყოფს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები ხულოს მუნიციპალიტეტში რიგგარეშე მერობის არჩევნებზე ცესკოს წარმომადგენლები არიან.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში