საარჩევნო სიების გამოყენებით კანონს არ ვარღვევთ - ირაკლი ჩიქოვანი

19 მაისი 2019, 11:11 2659 ნახვა

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის განმარტებით, საარჩევნო სიების გამოყენებასთან დაკავშირებით კანონდარღვევის ფაქტები არ არის. ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე თქვა, რომ სიები პერსონალურ ინფორმაციას არ შეიცავს.  

მისივე განცხადებით, ''ქართული ოცნება'' დამაჯერებლად იმარჯვებს და ზუგდიდში მოქალაქეების მოსასყიდად მმართველი გუნდი ფულს არავის უხდის.

შტაბის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევა არცერთ უბანზე არ ყოფილა, აქტივობა კი მაღალია. 

''ჟურნალისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის სიები, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს და აქტივისტებს აქვთ. მე ხელში მიჭირავს სია, რომელიც ჩვენი წარმომადგენელს ერთ კონკრეტულ უბანზე ჰქონდა. არცერთი მონაცემი არ წარმოადგენს პირად ინფორმაციას. შესაბამისად, ამ სიებთან დაკავშირებით არანაირი კანონდარღვევა არ არსებობს. ეს მიღებული პრაქტიკაა რამდენიმე ქვეყანაში. ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებთ.  ვეცდებით რაც შეიძლება მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები. მინდა ამომრჩევლებზე ფულის მიცემასთან დაკავშირებითაც თქვა. ვიდრე ბრალდებებზე გადავლენ ინფორმაცია კარგად შეამოწმონ. ჩვენ არ გვჭირდება ამომრჩევლების მოსყიდვა. ამ პროცესის დესტრუქციაში დაინტერესებულია წაგებული მხარე - ნაციონალური მოძრაობა'' - თქვა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში