"ზუგდიდი და აჭარა უნდა ადუღდეს" - "ქართული ოცნება" ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

19 მაისი 2019, 13:25 2844 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავს. საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

''ქართულმა ოცნება'' აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.

 

''პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' ზუსტად იცის, არჩევნებში მარცხდება. როგორც ჩანს ერთადერთი რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა. გუშინაც და დღესაც, არაერთხელ განგვიცხადებია, რომ დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტიბი, მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად   სჭირდებათ. დღეს მიმდინარე მოვლენებმა ეს დაადასტურა, როგორც ჩანს მიუხედავად პოლარიზაციისა ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

''ქართული ოცნების'' დეპუტატი ამბობს, რომ ფარული აუდიო ჩანაწერი, ოპოზიციური პარტიის შტაბიდან სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, რულოვსისას და სააკაშვილის გარემოცვის წევრების, ნინია ცისკარიშვილისა და სალომე ჭელიძის საუბარი ისმის.

''ნაციონალური მოძრაობის'' დესტრუქციული გეგმის შესახებ, ჩვენს შტაბს მოაწოდეს აუდიო ჩანაწერი. რომლის მონაწილენი სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი  და სალომე ჭელიძე საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო  ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება'' - ამბობს თალაკვაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში