ფარულ ჩანაწერში ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან - თინა ბოკუჩავა

19 მაისი 2019, 14:07 3549 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პირები, რომელიც არჩილ თალაკვაძის თქმით, ფარულ აუდიოჩანაწერში საუბრობენ, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან. პარლამენტის დეპუტატი ძალადობას და პროვოკაციებს გმობს.

ბოკუჩავა სამართალდამცავ უწყებებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. ითხოვს ფარული ჩანაწერების ავთენტურობა დადგინდეს. 

''როდესაც გახარია, თალაკვაძე და მდინარაძე გვესაუბრება ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე და ძალადობაზე, ეს მათი მხრიდან მართლად უკიდურესი ცინიზმია. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ყველა დღე, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ფიზიკური ძალდობის ფონზე მიმდინარეობდა - სანდრა რულოვსისა და მისი შტაბის წევრების წინააღმდეგ. ადგილი ჰქონდა არამხოლოდ ძალადობრივ განცხადებებს, არამედ ფიზიკურ ძალადობასაც.  კანდიდატის, ჟურნალისტების და შტაბის წევრების წინააღმდეგ. ის ორი პიროვნება, რომელიც დასახელებულია აუდიოჩანაწერში არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამოიძიოს არის თუა არ ეს ჩანაწერი ავთენტური, რა ვითარებაში მოხდა ჩაწერა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი თათბირზეა გაკეთებული. 

ჩემთვის ორი სახელი და გვარია ცნობილი, ერთ-ერთ მათგანს მე ნამდვილად ვიცნობ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არანაირი შემხებლობა გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან არ აქვთ. გამოიძიონ, ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს ან რამეს დავაფაროთ ხელი,'' - უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავს. საარჩევნო უბნებზე პროვოკაციები სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

''ქართულმა ოცნება'' აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოგების ან წაგების შემთხვევაში ზუგდიდსა და აჭარაში ყველაფერი უნდა ადუღდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში