არ ვაპირებ მარტო საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას - ექსპრეზიდენტი

19 მაისი 2019, 15:58 2586 ნახვა

''ნამდვილად არ ვაპირებ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და მარტო საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას. მეტი საქმე არ მაქვს, კიდევ 6 თვე ველოდო ვიღაცის დასკვნას,'' - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ ლაივის დროს გააკეთა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დასკვნას ქართველი ხალხი გააკეთებს და შესაბამისადაც იმოქმედებს.

''მეგობრებო, ჩვენო დამკვირვებლებო, აქტივისტებო, უბრალოდ მოქალაქეებო ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ არ არიან ეგენი ძლიერები. აბა თქვენ იცით, არაფერი არ დაუთმოთ. თუ რამეზე ხელი წაუცდათ ისეთი გაგრძელება მოჰყვება... ეს არ არის გასული წლის ნოემბერი. ქართველი ხალხი გააკეთებს დასკვნას და იმოქმედებს. მეც ვიმოქმედებ ქართველ ხალხთან ერთად. გაუშვით ახლა ეს ჩანაწერი თქვენს ბანძ არხებზე. ხალხს ვეუბნები იმას, რასაც ვამბობ ყველასთვის. აბა თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება და საქართველო გაიმარჯვებს. ჩვენ გამარჯვების ტალღაზე ვართ'' - უთხრა საქართველოს მოქალაქეებს ყოფილმა პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში