სტუმრები წავლენ მშვიდად სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან ახალ არჩეულ მერთან ერთად - გიორგი გახარია

19 მაისი 2019, 17:05 2925 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში ჩავიდა, იგი ზუგდიდში მიდის. ინფორმაცია ამის თაობაზე, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს დაუდასტურა. ასევე განმარტებები გააკეთა იმის თაობაზე, რომ ზუგდიდში არჩევნები ემოციურად მიდის, თუმცა ყველაფერი კარგადაა. სპეციალური დანიშნულების რაზმი კი, მისი მტკიცებით იქ არ ყოფილა და არც არის. 

მინისტრის ინფორმაციით, ადგილზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტია და აქვს მისი აღჭურვილობა, რომლის ძირითადი მიზანი არის სიტუაციის მართვა.  არჩევნების დღეს, როცა პატარა ქალაქში უამრავი ადამიანის კონცენტრირება ხდება, ეს ნორმალურია.  "შორიდან, ძალიან შორიდან, ზოგიერთი პოლიტიკოსი სასაცილოდ იმუქრება" - განაცხადა გვახარიამ ჟურნალისტებთან. 

"მე დღეს დილიდან მივეცი ხმა არჩევნებში, შემდგომ ჩამოვიარე ყველგან, სადაც კი არჩევნები ტარდება, მარნეულიდან დაწყებული, ზესტაფონი, ჭიათურა, ახლა ვარ აქ გავაგრძელებ ზუგდიდისკენ.  ზუგდიდში პირდაპირ იმიტომ არ ჩამოვედი, რომ აქაც ბევრი საქმე გვქონდა, სენაკში. აქ გავჩერდით ცოტა ხანი და წავალ მერე ზუგდიდში. 

ასევე, ყველას მინდა ვუთხრა, რომ დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრირება ზუგდიდში, ჩვენ მეგრელებს სტუმარ მასპინძლობას ვერ გვასწავლის ვერავინ, რა თქმა უნდა ასევე მეგობრებად დავრჩებით ყველა, წავლენ მშვიდად სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან აქ ახალ არჩეულ მერთან ზუგდიდში " - განაცხადა გახარიამ. 

"საარჩევნო პროცესის შეფასება ჩემის საქმე არ არის, ამისთვის არსებობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ცესკო, ფაქტია ერთი რამ, მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობა არაფრისგან თემების შექმნის და ამ მცდელობას დღეს მთელი დღის განმვლობაში ვაკვირდებოდით, ზუგდიდში უფრო ემოციურად მიმდინარეობს პროცესები, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად. 

მე მოვისმინე, რამოდენიმე სადამკვირვებლო მისიის შეფასება, არის რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები, თუმცა არაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ ხდება. დარწმუნებული ვარ, როგორც მთელ საქართველოში, ასევე ზუგდიდში მშვიდად, დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში ზუგდიდელებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ თავიანთი ქალაქის მერი" - ამბობს შს მინისტრი.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში