სიტუაციის ადუღების ნაცვლად მოუწევთ ყავა მოადუღონ - მმართველი პარტია

19 მაისი 2019, 19:40 1945 ნახვა

ზუგდიდში, მერის რიგგარეშე არჩევნებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ და ამბობენ, რომ პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. 

''ქართული ოცნების'' წევრი ამბობს, რომ ემოციური გამოსვლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადების მიუხედავად, პროცესი თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა.

მერაბ ქვარაიამ თქვა, რომ პროცესების ''ადუღებას'' არ უნდა ველოდოთ. 

''დაველოდოთ შედეგებს. ასეთივე მშვიდი იქნება ხმის დათვლის პროცესი და შედეგების გამოცხადებაც. მართალია დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ადუღების მსურველებიც არსებობენ, თუმცა აქ შეიძლება ხუმრობა დავუშვათ და ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ ყავის მოდუღებით შემოიფარგლონ. არანაირი ადუღება არავის შეუძლია და ეს ვერ მოხდება. ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება - თქვა მაუწყებლის ეთერში მერაბ ქვარაიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში