მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია - ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 22:10 1799 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ''ქართული ოცნების'' კანდიდატები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს შთამბეჭდავად იგებენ. მეორე ტურის ალბათობა კი, მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია. 

ირაკლი კობახიძის თქმით, კანდიდატები იგებენ, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ხულოს საარჩევნო ოლქებს.

'' მთაწმინდის საარჩევნო ოლქს დიდი უპირატესობით იგებს ლადო კახაძე, მაგრამ აქ მეორე ტურის ალბათობა მაინც არის'' - თქვა ბრიფინგზე კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მმართველი გუნდი მცირე ოლქებსაც იგებს. 

“რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს არჩევნები ტარდება, ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობა. ყველა ამ ოლქში ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის შთამბეჭდავი, ძალიან მარალი შედეგით დასრულდება'' - თქვა კობახიძემ ბრიფინგზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში