თორნიკე რიჟვაძე ნაციონალურ მოძრაობას - "ჩაო" 

19 მაისი 2019, 23:15 9353 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნები შეაჯამა და აჭარის მაუწყებელის პირდაპირ ეთერში ოპონენტებს დაემშვიდობა. 

კითხვაზე, ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის უპირატესობა, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო.

"ხულოში შემოსასვლელში არის ძალიან ლამაზი სოფელი - ჩაო. ჩაო ნიშნავს, როგორც გამარჯობას, ასევე დამშვიდობებას. იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნა, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ახლა ის დროა  ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დროა" - განაცხადა თორნიკე რიჯვაძემ. 

მტავრობის თავმჯდომარე პირდება ოპონენტებს, რომ მათი ხელისუფლების პირობებში, ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ მათი მეთოდებით,ხულოში ნდობის მოპოვებას. "ბინძური მეთოდებით, რომელსაც დრეს იყენებდნენ, გვაბრალდებდნენ, თქვენ ნახეთ ის გავრცელებული ჩანაწერები, სადაც პირდაპირ მიუთითებდნენ დესტაბილიზაციაზე, პირდაპირ მიუთითებდნენ მათ განზრახვაზე, რომ რეგიონში შექმნან გარკვეულწილად დაძაბულობის ფონი. ხალხი დააშინონ და შემდეგ უკვე, ამ დაშინების ფონზე, ხალხთან მიმართებაში გააკეთონ რაღაც მოქმედებები.  ჩვენ დღეს ეს არ დავუშვით. პირველ რიგში ბრძენი არის ხალხი და მადლობა ხულოს მხარადჭერისთვის" - განაცხადა რიჟვაძემ. 

 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში