ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე გახდა - წინასწარი მონაცემები

20 მაისი 2019, 00:49 3521 ნახვა

პირველადი მონაცემებით, ხულოს მერად "ქართული ოცნების" კანდიდატი აირჩიეს. ვახტანგ ბერიძეს, ხულოელების 70. 94 პროცენტმა დაუჭირა მხარი, რაც 9 909 ამომრჩეველს შეადგენს. 

მეორე ადგილზე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე გავიდა. მას ამომრჩეველთა 23.7 პროცენტმა მისცა ხმა, რაც 3318 ამომრჩეველია. 

მესამე ადგილი კი, 507 ხმით, კიდევ ერთი ვახტანგ ბერიძე გავიდა, რომელიც დღეს ხულოში არ გამოჩენილა. 

არჩევნებზე სულ 13 974 მოქალაქე გამოცხადდა. 187 ბიულეტენი გაბათილდა, დაიწერა 22 საჩივარი, საიდანაც 18 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ეკუთვნით, ხოლო 4 "სამართლიან არჩევნებს".
 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში