არ ვაპირებთ ამომრჩეველს მივუთითოთ ვის მისცენ ხმა - მთაწმინდაზე დამარცხებული კანდიდატები

20 მაისი 2019, 21:37 1609 ნახვა

თბილისში, მთაწმინდის ოლქში,  პარლამენტში მაჟორიტარობისთვის მებრძოლმა სამმა კანდიდატმა, რომლებმაც ჯამში მთაწმინდელების  15%-მდე მხარდაჭერა მიიღეს,  უარს ამბობენ მეორე ტურში გადასულ ოპონენტებს მხარი დაუჭირონ.       

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ კანდიდატი მიიჩმევს, რომ არასწორია მიუთითო ამომრჩეველს ვის მისცეს ხმა.           

 გრიგოლ გეგელია კი „ქართულ ოცნების“ კანდიდატსა და შალვა შავგულიძეს, პოლიტიკურ ხედვებში არ ეთანხმება.        

პოლიტიკურ წრეებში, მთაწმინდის ოლქის მეორე ტურში, ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალგზის გაკრიტიკებული შალვა შავგულიძის  წინააღმდეგ,  ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებას პროგნოზირებენ. 

 

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში