სანაპირო კურორტებზე მომდევნო დღეებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი

21 მაისი 2019, 12:20 2307 ნახვა

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არასტაბილური ამინდი - ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 

სანაპირო კურორტებზე დროგამოშვებით მოიღრუბლება და დღის საათებში მცირე წვიმა იქნება. 

უფრო კონკრეტულად ხვალ, 22 მაისს ბათუმში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა კი ღამით  +19  დღისით კი +27  გრადუსი იქნება.

ქობულეთში პერიოდულად ღრუბლიანობა მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18  დღისით +25 დაფიქსირდება.

მომდევნო დღეების განმავლობაში აჭარის მთიან ზონაშიც პერიოდულად იწვიმებს, ჰაერი კი 22-24 გრადუსამდე გათბება.

22 და 23 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ძლიერი წვიმა და სეტყვა. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში