ოპოზიციის საპროტესტო აქციები ოკუპირებულ აფხაზეთში

21 მაისი 2019, 18:12 1965 ნახვა

საპროტესტო აქციები ოკუპირებულ აფხაზეთში, პროტესტის ნიშნად გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაკეტილია რამდენიმე მაგისტრალი,   ტურისტები კი რეგიონს ტოვებენ, ე.წ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისგან ადგილობრივი ოპოზიცია დაგეგმილი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების გადადებას ითხოვდა, რაზეც უარის გამო დღეს დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და მათი თქმით უვადო აქციები დაიწყეს.

ოპოზიცია მოითხოვდა, რომ მოსკოვში მოწამლული მათი ლიდერის ასლან ბჟანიას გამოჯანმრთელებამდე საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულიყო, რაზეც დე-ფაქტო პარლამენტმა უარით უპასუხა.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში