ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 26 აგვისტოს გაიმართება

22 მაისი 2019, 15:28 1776 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 26 აგვიტოს გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ე.წ. მოქმედ ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა. 

დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა ოპოზიციასთან დათმობაზე წავიდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ვადა ერთი თვითა და 4 დღით გადაწია. არჩევნები თავდაპირველად 21 ივლისს იყო ჩანიშნული.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილე არცერთი ადამიანი არ დაისჯება.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი პროტესტის ნიშნად არ მოძრაობდა, დღეს კი მუშაობა განაახლეს.  

ე.წ. ოპოზიციამ უვადო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე თვით გადადებაზე უარი თქვა. აქციის მონაწილეები არჩევნების თარიღის შეცვლას  ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდნენ. ე.წ. ოპოზიციონერები მიიჩნევდნენ, რომ ბჟანია სავარაუდოდ მოწამლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში