"მიმოწერიდან ჩანს ორი ზრდასრული ადამიანის კომუნიკაციის ფაქტი" - ნაციონალური მოძრაობის წევრი ბსუ-ში სტუდენტის სექსუალური შევიწროების საქმეზე 

22 მაისი 2019, 19:00 4898 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე, უნივერსიტეტის ლექტორისა და საკრებულოს თანამშრომლის მხრიდან, სტუდენტის შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტზე ამბობს, რომ ამ დრომდე გასაჯაროებული მიმოწერიდან სექსუალური ძალადობა და შანტაჟი არ იკვეთება. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლისგან განსხვავებით,ის შეფასებებში ასეთი მკვეთრი არ იყო დღეს მეტ მტკიცებულებას ითხოვს.  

ხოლო, თუ  ბრალეულობა დამტკიცდება, მაშინ ფაქტს გმობს. ''თუ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ძალადობას, მუქარას ან შანტაჟს ეს აუცილებლად დასაგმობი ფაქტია, გამოძიებამ მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს. მისასალმებელია, რომ მსხვერპლმა ამაზე ხმამაღლა ისაუბრა.

გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანი ''ქართული ოცნების'' წევრზეა საუბარი, ვფქირობ, მიუხედავად ამისა, გამოძიება მაინც დაუყოვნებლივ და სწრაფად ჩატარდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, წარმოდგენილი გასაჯაროებული მიმოწერიდან ჩანს რომ ადგილი აქვს ორი ზრდასრული ადამიანს შორის მიმოწერას. სხვა რაიმე მუქარა, შანტაჟი და ა.შ არ იკვეთება. ამიტომ, თუ რაიმე არსებობს ამის მიღმა, ან უნდა გასაჯაროვდეს და ამის შემდეგ შეიძლება შეფასება გავაკეთოთ, ან კიდე გამოძიებას უნდა მიეწოდოს დაუყოვნებლივ და გამოძიებამ უნდა დადოს შედეგი''- განაცხადა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა "ნაციონალური მოძრაობიდან" მირდატ ქამადაძემ.

ამ საკითხზე დღეს, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ გამოძიება შევიწროების ფაქტს დაადგენს, ისინი "არავის დააფარებენ ხელს და დადგება იმპიჩმენტის საკითხი". 

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორს დღეს, მასთან შეთანხმებით, დროებით სალექციო საქმიანობა შეუჩერდა

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტუდენტის მიმართვის საფუძველზე იძიებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში