სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

23 მაისი 2019, 11:10 1002 ნახვა

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის  სხდომა დღეს და ხვალ  ბაქოში გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქართული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, პროცესი წარიმართოს აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან.  
 

უწყების ინფორმაციით, 14 მაისს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო გეგმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში