შს მინისტი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

23 მაისი 2019, 10:47 989 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა.  უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

იმსჯელეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  თანამშრომლობის მნიშვნელობაზე,  საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში