სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი და დეპუტატი: "ესაა დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე"

23 მაისი 2019, 15:00 11483 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თანამდებობის პირი, დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ომარ მახარაძე, სტუდენტის ბრალდებას სექსუალური შევიწროების შესახებ უარყოფს და აცხადებს, რომ მას ებრძვიან და პროვოკაცია დაგეგმეს ის წინააღმდეგ. 

ომარ მახარაძემ კომენტარი TV-25- თან გააკეთა. 

"ეს იყო აბსოლუტურად დაგეგმილი სიბინძურე, სიცრუე. ჩემი ტელეფონის ე.წ. აიქლაუდი გატეხილია. ტელეფონი რომ გატეხილი იყო, ეს არჩევნებამდე ვიგრძენი. პარტიული დავალებით მივლინებით ვიყავი ხულოში და ეს ყველამ, მთელმა რაიონმა და პარტიულმა ელიტამ იცის. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია იცით, დაველოდოთ გამოძიებას და ვინც დამნაშავეა ის როგორც წესი და რიგია კანონით ისე დაისჯება" - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა. 

ომარ მახარაძეს სექსუალურ შევიწროებაში მისვე სტუდენტი ადანაშაულებს. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

ბსუ-ს უნივერსიტეტის დირექციის გადაწყვეტილებით, მას სალექციო საქმიანობა დროებით შეუჩერდა. რექტორის განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევას "უნივერისტეტის ეთიკის საბჭო" განიხილავს. 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ კი, გუშინ, 22  მაისს,  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ აპირებს არავის დააფაროს ხელი, თუ გამოიკვეთა სექსუალური ტიპის დანაშაული, მისი კოლეგის მხრიდან. 

20 მაისს, გაზეთ ბათუმელებში, 19 წლის სტუდენტმა ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მიმოწერაც გაასაჯაროვა, სადაც ლექტორი მას "თამამ სელფების" გაგზავნას სთხოვს.  სტატიაში ნაქთვამია, რომ გასაჯაროებული მიმოწერის გარდა  ასრებობს ფოტოები, რომელიც არ საჯაროვდება. 

გუშინ აჭარის მაუწყებელთან სხვა სტუდენტებმაც თქვეს, რომ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის ლექციებზე, გოგონებს უკან დაჯდომას ურჩევდნენ. 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში