აჭარაში დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში 200 აბი ''სუბოქსინი'' უპოვეს - შსს

24 მაისი 2019, 10:43 1868 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში უცხო მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 200 აბი ''სუბოქსინი“ იპოვეს. 

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი აიყვანა.  

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თურქეთის მოქალაქეს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში