სანაპირო კურორტებზე ხვალ ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი

24 მაისი 2019, 16:47 3326 ნახვა

ხვალ, 25 მაისს, სანაპირო კურორტებზე ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, იქროლებს აღმოსავლეთის ცხელი, ძლიერი ქარი. 

მზიან დილას, შუადღისას ქარი და წვიმა ჩაანაცვლებს. სანაპირო კურორტებზე გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.

ხვალ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი შეიცვლება. 27 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში