ჭიათურაში ყველა მაღარო გაჩერებულია

24 მაისი 2019, 18:10 1703 ნახვა

მაღაროელების ფართომასშტაბიანი აქცია - პროტესტმა ჭიათურის ყველა მაღარო მოიცვა. ამ ეტაპზე ყველა მაღარო გაჩერებულია და სამუშაოები არ სრულდება. მათი მოთხოვნები უცვლელია. ითხოვენ  ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.  ადგილზე ჩავიდა    სახალხო დამცველი.  დღეს ორმა მუშამ პირი ამოიკერა, რის გამოც ცუდად გახდნენ და სამედიცინო დახმარების გამოიძახეს.

შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მოშიმშილეებიც.  კომპანიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს გაფიცული მაღაროელების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ. ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მაღაროელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაზე.

კომპანიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია უარყვეს  აქციის მონაწილეებმა. მათი თქმით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით კომპანია მაღაროელებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს. მაღაროელების საპროტესტო აქცია კვირაზე მეტია გრძელდება. 

ჭიათურაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შეფასებები გააკეთეს მუშების  მხარდასაჭერად ჩასულმა დავით ჭიჭინაძემ და ანი მიროტაძემ. ისინი ხელისუფლებას საკითხისადმი მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში